„Sputnik– საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები: 2021 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად გაძვირდა მცენარეულ ზეთზე, პირადი მოხმარების საგნებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, ყველაზე ნაკლებად კი ფასებმა მოიმატა ფეხსაცმელზე, ტანსაცმელსა და უმაღლეს განათლებაზე.
რაც შეეხება ქვეკატეგორიებს, ერთი წლის მანძილზე ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ჯანდაცვაზე (+13,6%), ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, საცხოვრებლის მოვლასა და რემონტზე (+12%), სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (+9%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+8,9%), ასევე წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე (+7,6%).
2021 წლის თებერვალში თბილისში დაფიქსირდა ბინებთან დაკავშირებული 2 733 ტრანზაქცია, რც 4%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არაკომერციული პლატფორმა Recov.ge ინფორმაციას საჯარო რეესტრსა და უძრავი ქონების სააგენტო Colliers–ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაც შეეხება ახალაშენებულ ბინებს, 2021 წლის თებერვალში 1869 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2%–ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თბილისის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 200 ბინას მოიცავს, აღნიშნულია ვებგვერდზე Recov.ge.
დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე ფასდაკლების აქციები დაიწყო, თუმცა, მეორად ბაზარზე ფასი უცვლელი დარჩა.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.