ოჰ, ეს გენები! ანუ რა ფერის თვალები და თმა ექნება თქვენს შვილს თვალსაჩინო გრაფიკა

146
(განახლებულია 20:48 04.09.2019)
ყველა მშობელს აინტერესებს, ვის დაემსგავსება მისი შვილი — დედას, მამას, ერთ ბებიასა და ბაბუას თუ მეორეს. და რადგან მეცნიერებამ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, ამის წინასწარ თქმაც უკვე აღარ წარმოადგენს არანაირ სირთულეს.
ინფოგრაფიკა: როგორი იქნება თქვენი მომავალი შვილი
Sputnik/liza Shelia

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკა და შეიტყვეთ, როგორი შვილი გეყოლებათ.

 

 



146

კორონავირუსი და საქართველოს საგარეო ვაჭრობა

66
(განახლებულია 20:49 01.06.2020)
კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას – 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,8%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე

იანვარ-აპრილში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით ნაკლები, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარ–აპრილის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,2%-ს შეადგენს. 

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–აპრილში 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: ჩინეთი - 346,1 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ - 162,7 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა - 174 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი - დაახლოებით 161,4 მილიონი დოლარი, გერმანია - დაახლოებით 140 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - 145,5 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 65,8 მლნ დოლარი.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

66
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

89
(განახლებულია 21:33 29.05.2020)
თბილისში 2020 წლის აპრილში 203 ბინა გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა და საბაზრო ღირებულება 92%-ით შემცირდა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.

თუმცა, ამ ეტაპზე ფასებთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ნათქვამია არაკომერციულ პლატფორმა Recov.ge-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მონაცემებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში შემოღებული შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულად მოხსნის პარალელურად მაისსა და ივნისში მოსალოდნელია გარიგებების გააქტიურება და, შესაბამისად, ზრდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მარტის პირველი ნახევარი აქტიური იყო, ჯამურად მარტის თვეზე შეზღუდვები მწვავედ არ ასახულა და, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ოპერაციების მოცულობა მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

ამ ეტაპზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და არ მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ მშენებლების გარკვეულმა ნაწილმა ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ვაჭრობის შემცირება, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში, როგორიცაა ბათუმი, ბაკურიანი და გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში 11,5 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი ნაწილი საინვესტიციო ქონებაზე მოდის.

სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.

გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ, შესაძლოა, გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან.

89
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

5 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 16:27 04.06.2020)
გაეცანით 5 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 ივნისი

1-10 ივნისი ტყუპის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მძლავრ ენერგიასა და დიდ ცხოვრებისეულ ძალას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია: 8, 10, 16, 20, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა მაჩიტა.

1-10 ივნისის პერიოდში დაბადებულებს უყვართ სტაბილურობა. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შეაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ უყვართ და აშინებთ მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ თუ ცვლილებების სარგებელს გაიგებენ, სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას, უძრაობა მათთვის მიუღებელია. არიან კარგი მეოჯახეები, ახლობლების მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი.

5 ივნისს დაბადებულები

5 ივნისს არაორდინარული პიროვნებები იბადებიან, რომელთაც ახასიათებს მრავალმხრივი ნიჭი, გონება, შრომისმოყვარეობა. რისკი კეთილშობილურ საქმედ მიაჩნიათ, მაგრამ ეს მხოლოდ კარგად მოფიქრებულ მოქმედებებს ეხება. წარმატება და იღბალი მათი ერთგული თანამგზავრია. მათ არ უყვართ სამუშაო, რომელიც ერთფეროვან ქმედებებს და ადგილზე დიდხანს ჯდომას მოითხოვს, მოსწონთ მარტო მუშაობა. ამ დღეს დაბადებულები ძალზე დამოუკიდებელი ადამიანები არიან, გამოირჩევიან ორიგინალური აზროვნებით, მათ ყოველთვის და ყველაფერზე აქვთ საკუთარი მოსაზრება, მათზე არ მოქმედებს სხვისი გავლენა, ამიტომ, გუნდში მუშაობისას ხშირად მოსდით კონფლიქტი.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

5 ივნისს დაბადებულები ფიქრობენ, რომ საკუთარი აზრები აბსოლუტურად გასაგები, მარტივი და პრაგმატულია, ამიტომ უკვირთ, რომ გარშემომყოფები მას ვერ იგებენ. სინამდვილეში, ეს ჩახლართული და რთული ნააზრევია, რომელიც რეალობისგან შორსაა. მათი უმრავლესობისთვის აზროვნების პროცესი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, ამასთან, ისინი, შესაძლოა, სრულიად გამოეთიშონ იმას, რაც რეალობაში ხდება. ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ. ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა და თუ ეს ურთიერთობა არ არის, მათში მრისხანება იბუდებს.

ამ დღეს დაბადებულ ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა და თავიანთი აგრესიის სხვებისგან დამალვა. ასე ისინი თანამოსაუბრეს ნათქვამის გააზრების საშუალებას აძლევენ. მაგრამ მათ, ვინც მეტად იმპულსურია, თავშეკავება უჭირთ და მთელ ინფორმაციას საოცარი სისწრაფით გადასცემენ. მათ ჯერ კარგად უნდა გაიაზრონ, რა უნდა თქვან და შემდეგ ილაპარაკონ. წლებთან ერთად ისინი უფრო აუჩქარებელი და შედარებით მშვიდი ხდებიან.

5 ივნისს დაბადებულები შეუპოვარი ადამიანები არიან, ისწრაფვიან, რომ ყველაფერი დროულად და სწორად გააკეთონ. უყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ და კარგად არის მოფიქრებული და დაგეგმილი. ეშინიათ კრიტიკის. მათი ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისწავლიან, რომ საკუთარ ცხოვრებას ცოტა მსუბუქად შეხედონ, იცინონ თავიანთ თავზე, აღიქვან კრიტიკა სწორად. ისინი აღმერთებენ გამარჯვებებს, მაგრამ შეჯიბრების სული არ აკლიათ. მათ იზიდავთ სირთულეები და ხანდახან თავადაც იქმნიან მას.

ჯანმრთელობა

5 ივნისს დაბადებულები ძალზე აქტიური ადამიანები არიან, ხარჯავენ დიდ ენერგიას, ამიტომ მათ კარგი დასვენება ესაჭიროებათ. ძალიან უყვართ კოფეინი, ნიკოტინი, ალკოჰოლი, რამაც მათ ჯანმრთელობაზე დამღუპველი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს. ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან მავნე ჩვევებზე და გონებას მოუსმინონ და არ აჰყვნენ თავიანთ იმპულსურობას. რეგულარული სპორტი მათ ძალიან წაადგებათ, მაგრამ ეს ფანატიზმში არ უნდა გადაიზარდოს.

რჩევა:

თქვენთვის ძალზე სასარგებლო იქნება გონებრივი საქმიანობის წვრთნა, ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. უნდა გაერკვეთ საკუთარ აზრებში, შეიტანოთ მასში მეტი სიცხადე და სიმარტივე.

0