ლუდი, ავტომობილები, შპრიცები რა გადის ექსპორტზე საქართველოდან

132
(განახლებულია 19:43 16.08.2019)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“)  მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ–ივნისში საქართველოს ექსპორტმა დაახლოებით 1,8 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,5%–ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ექსპორტის ძირითადი წილი მოდის სპილენძის მადნებზე, ავტომობილებზე, ფეროშენადნობებზე, მედიკამენტებსა და ღვინოზე.

უცხოეთში გადის ასევე მინერალური წყლები, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზეული, ტყავის ნაწარმი, ძვირფასეულობა, ასევე ტუალეტის ქაღალდი, საცვლები, კოსმეტიკა და ა.შ.

132

კორონავირუსი და საქართველოს საგარეო ვაჭრობა

66
(განახლებულია 20:49 01.06.2020)
კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას – 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,8%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე

იანვარ-აპრილში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით ნაკლები, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარ–აპრილის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,2%-ს შეადგენს. 

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–აპრილში 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: ჩინეთი - 346,1 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ - 162,7 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა - 174 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი - დაახლოებით 161,4 მილიონი დოლარი, გერმანია - დაახლოებით 140 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - 145,5 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 65,8 მლნ დოლარი.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

66
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

89
(განახლებულია 21:33 29.05.2020)
თბილისში 2020 წლის აპრილში 203 ბინა გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა და საბაზრო ღირებულება 92%-ით შემცირდა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.

თუმცა, ამ ეტაპზე ფასებთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ნათქვამია არაკომერციულ პლატფორმა Recov.ge-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მონაცემებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში შემოღებული შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულად მოხსნის პარალელურად მაისსა და ივნისში მოსალოდნელია გარიგებების გააქტიურება და, შესაბამისად, ზრდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მარტის პირველი ნახევარი აქტიური იყო, ჯამურად მარტის თვეზე შეზღუდვები მწვავედ არ ასახულა და, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ოპერაციების მოცულობა მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

ამ ეტაპზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და არ მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ მშენებლების გარკვეულმა ნაწილმა ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ვაჭრობის შემცირება, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში, როგორიცაა ბათუმი, ბაკურიანი და გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში 11,5 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი ნაწილი საინვესტიციო ქონებაზე მოდის.

სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.

გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ, შესაძლოა, გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან.

89
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

კლინიკების, ლაბორატორიების და მედპერსონალის მომზადება: როგორ ებრძოდა საქართველო COVID-19-ს

0
2 აპრილიდან 22 მაისამდე ცხელ ხაზზე დარეკა დაახლოებით 16,2 ათასმა ადამიანმა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 7%-ს დასჭირდა

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში 23 მაისისთვის ფიქსირდებოდა ინფიცირების დაახლოებით 15 ჯაჭვი და კორონავირუსზე 47,5 ათასი ტესტი გაკეთდა, ნათქვამია კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დროისათვის ქვეყანას უკვე ყველაფერი გააჩნდა საშიში ინფექციის გამოსავლენად, მათ შორის ტესტები.

მთავრობის მონაცემებით, უკვე თებერვლიდან თბილისსა და რეგიონებში შეირჩა 3,3 ათას პაციენტზე გათვლილი 29 კლინიკა, რომლებიც პაციენტების მიღებაში ეტაპობრივად ჩაერთო.

გარდა ამისა, კიდევ ათასი საწოლი იყო მობილიზებული პაციენტებისთვის მაღალი ტემპერატურით, რომლებიც მიმართავდნენ ე.წ. ცხელების ცენტრებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აქტიურად მიმართავდნენ მედიკოსებს. 2 აპრილიდან 22 მაისამდე ცხელ ხაზზე დარეკა დაახლოებით 16,2 ათასმა ადამიანმა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 7%-ს დასჭირდა.

კორონავირუსის გავრცელება

ოფიციალური ინფორმაციით, 22 მაისამდე საქართველოში ინფიცირების დაახლოებით 15 ჯაჭვი გამოვლინდა. მაქსიმალური ჯაჭვი 40 ადამიანს მოიცავდა. ყველაზე მსხვილი კლასტერები იყო თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალიტეტები გამოცხადდა საკარანტინე ზონად, რათა დაავადების გავრცელება მთელს ქვეყანაში არ მომხდარიყო.

ეპიდემიოლოგები დაავადებულთა გამოვლენის გარდა მათი კონტაქტების მოძიებით იყვნენ დაკავებული. მათ მთლიანობაში 3500 კონტაქტი მოიძიეს, მოახდინეს მათი იზოლაცია და დაკვირვებისთვის კარანტინში გადაიყვანეს.

ამ პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 47,6 ათასი ტესტი ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირებას 22 ლაბორატორია ახორციელებდა.

ტესტები ექიმებსაც უტარდებოდა. დადასტურებული შემთხვევების 13% მედიკოსები არიან.

მედპერსონალის ინფიცირებისგან დასაცავად მათ სხვა კლინიკებში მუშაობა აეკრძალათ, პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იცვლებოდა, ყოველი ცვლის დაწყების წინ და ბოლოს ტესტირებას გადიოდა.

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის >>

ონლაინ-კონსულტაციებისთვის მობილიზებული იყვნენ სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ და ეხმარებოდნენ.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 801 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში