ბაზრობები საქართველოში

78
(განახლებულია 11:33 07.08.2019)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 206 ბაზარია.
ბაზრები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

მათი მესამედი თბილისში მდებარეობს.  საქართველოს ყველა ბაზრის საერთო ფართობი რომ დავთვალოთ, 2 მილიონი კვადრატული მეტრია.

ბაზრების დახლების საერთო სიგრძე 52,7 კილომეტრია – დაახლოებით მცხეთასა და რუსთავს შორის მანძილი.

ბაზრების ძირითადი ნაწილი ყოველდღიურად მუშაობს. საქართველოში ბაზრების უმეტესობა შერეული ტიპისაა. ამასთან, ქვეყანაში სამი ავტობაზარი და ხუთი ბაზრობაა, სადაც, კვების პროდუქტებთან ერთად, საქონელი და ფრინველები იყიდება.

 „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ბაზრობებზე 54,6 ათასი ადამიანი ვაჭრობს, მათგან 20 ათასი დედაქალაქში მუშაობს.

2018 წელს ბაზრობებიდან შემოსავალმა 158,6 მლნ ლარი შეადგინა, გასავალმა კი 100,6 მლნ ლარი.

78