მცხუნვარე პოლიტიკური ზაფხული თბილისში: ფაქტები და ციფრები

გამოწერა
სკანდალის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი „პროტოკოლურ შეცდომას“ დააბრალა, მაგრამ ამან საქმეს ვეღარ უშველა. პარლამენტის წინ, რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციები დაიწყო

საქართველო 20 ივნისს პროტესტის ტალღამ მოიცვა. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს.

განგაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ატეხეს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება სამშობლოს გაყიდვაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის სავარძელში ჩასვეს.

რაც შეეხება გავრილოვს, მისი განმარტებით, აღნიშნული სავარძელი მას ქართულმა მხარემ შესთავაზა „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. მან იქვე დაამატა, რომ ასამბლეის სხვა ქვეყნებში ჩატარებისას ასევე იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს და ამას პრობლემა არასდროს მოჰყოლია.  

სკანდალის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი „პროტოკოლურ შეცდომას“ დააბრალა, მაგრამ ამან საქმეს ვეღარ უშველა. პარლამენტის წინ, რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციები დაიწყო.

პირველი მიტინგი 20 მაისს გამართა, რა დროსაც შეკრებილებმა პარლამენტის ეზოში შეჭრა სცადეს. ამას მოჰყვა არეულობა და ქაოსი, რასაც პოლიციამ სპეცსაშუალებებით უპასუხა და ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა მომიტინგეები.

არეოლობისას დაშავდა 240 ადამიანი, რომელთაგან 80 პოლიციელი იყო. დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ნახევარზე მეტი უკვე გათავისუფლებულია. თუმცა საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება.

თბილისში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსულმა მხარემ დროებით შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. გარდა ამისა, „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლი გააძლიერა ქართულ ღვინოზე და განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უხარისხო პროდუქციის მიწოდება 2,9-ჯერ გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0