საქართველოში ძროხების და ღორების რაოდენობა შემცირდა

146
(განახლებულია 10:57 09.06.2019)
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში მეცხოველეობის, ფერმერული მეურნეობის განვითარებას.
მეცხოველეობა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში უკვე თითქმის ორი წელია მოქმედებს მეცხოველეობის განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კოოპერატიული მეურნეობებისთვის დახმარების აღმოჩენას. აღნიშნულ პროგრამაზე 6 მლნ ლარია გამოყოფილი.

2017 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო 39 კოოპერატივს დაეხმარა - მათ 25–წლიანი სარგებლობის უფლებით საძოვრები გადაეცათ და  ასევე დახმარება გაეწიათ საკვების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მაღალმთიანი რაიონების მცხოვრებლები გათავისუფლებული არიან საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმეები კი მოგებისა და ქონების გადასახადებისგან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემების თანახმად,  2019 წლის პირველ კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,1%–ით შემცირდა და 955  ათასი შეადგინა. ამასთან, ძროხებისა და კამეჩების რაოდენობა 4,3%–ით შემცირდა და 455 ათასი შეადგინა. ამასთან, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში 1,9%–ით შემცირდა ღორების რაოდენობა და 175 ათასი შეადგინა.

კლება ფიქსირდება მეფრინველეობაშიც – პირველ კვარტალში დაახლოებით 8 ათასი ერთეული დაფიქსირდა, რაც 5,6%–ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებზე.

რაც შეეხება ცხვრებს, 2019 წლის პირველ კვარტალში მათი რაოდენობა 1,9%–ით გაიზარდა და 1,1 მლნ–ს გადააჭარბა.

მიუხედავად ძროხების რაოდენობის შემცირებისა, რძის წარმოება 2,4%–ით გაიზარდა, ხორცის 4,5%–ით, კვერცხის კი 1,2%–ით შემცირდა.

146
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (121)