რა შემოსავალი აქვს საქართველოს ღვინისა და ჭაჭისგან

107
(განახლებულია 18:12 24.05.2019)
იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც 2019 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინო შეიტანეს, ხუთით შემცირდა 43-დან 38-მდე, თუმცა, გაიზარდა ექსპორტის მოცულობა.
მოთხოვნილება ქართულ სპირტიან სასმელებზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველომ იანვარ-აპრილში 26 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. ღვინის ექსპორტიდან შემოსავალმა 63,2 მლნ დოლარი შეადგინა – გასული წლის ოთხი თვის მონაცემებზე 7%-ით მეტი.

ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

რაც შეეხება ბრენდის ექსპორტს, 2019 წლის დასაწყისიდან ექსპორტი 67%-ით გაიზარდა. კერძოდ, მსოფლიოს 16 ქვეყანაში 18 მლნ დოლარის ღირებულების ბრენდი გაიტანეს.

ჭაჭის ექსპორტი კი გაიზარდა 67%-ით – მსოფლიოს 18 ქვეყანაში 382 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა გაიტანეს, რაც 2018 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 31%-ით მეტია.

 

107
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (206)