საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

121
(განახლებულია 21:44 08.04.2019)
ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ–თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%–ით გაიზარდა და 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს საქონლის  ფართო სპექტრი გააქვს – 2019 წლის პირველ ორ თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იანვარ–თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, 13,2%–ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ–თებერვალთან შედარებით, 5,2%–ით მეტია.

 

121
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (593)

კორონავირუსი და საქართველოს საგარეო ვაჭრობა

35
(განახლებულია 20:49 01.06.2020)
კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას – 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,8%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე

იანვარ-აპრილში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით ნაკლები, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარ–აპრილის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,2%-ს შეადგენს. 

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–აპრილში 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: ჩინეთი - 346,1 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ - 162,7 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა - 174 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი - დაახლოებით 161,4 მილიონი დოლარი, გერმანია - დაახლოებით 140 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - 145,5 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 65,8 მლნ დოლარი.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (593)

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე

89
(განახლებულია 21:33 29.05.2020)
თბილისში 2020 წლის აპრილში 203 ბინა გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა და საბაზრო ღირებულება 92%-ით შემცირდა.
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე
© Sputnik / Konstantin Ivanov.

თუმცა, ამ ეტაპზე ფასებთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ნათქვამია არაკომერციულ პლატფორმა Recov.ge-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მონაცემებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში შემოღებული შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულად მოხსნის პარალელურად მაისსა და ივნისში მოსალოდნელია გარიგებების გააქტიურება და, შესაბამისად, ზრდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მარტის პირველი ნახევარი აქტიური იყო, ჯამურად მარტის თვეზე შეზღუდვები მწვავედ არ ასახულა და, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ოპერაციების მოცულობა მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

ამ ეტაპზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და არ მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ მშენებლების გარკვეულმა ნაწილმა ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ვაჭრობის შემცირება, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში, როგორიცაა ბათუმი, ბაკურიანი და გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში 11,5 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი ნაწილი საინვესტიციო ქონებაზე მოდის.

სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.

გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ, შესაძლოა, გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან.

89
 საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ - განსხვავებულები ვართ!“ და ცენტრ Miraculum-ის ერთობლივი პროექტი

როგორ ცხოვრობენ იზოლაციაში აუტისტი ბავშვები: ნათესავებისა და სპეციალისტების დახმარება

0
კორონავირუსის პანდემიამ აუტისტი ბავშვებისა და მათი მშობლების ცხოვრება გაართულა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამის შეცვლა შესაძლებელია

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. განსაკუთრებულ ბავშვებს უჭირთ კარანტინისა და თვითიზოლაციის გადატანა, რადგან მათთვის აუცილებელია ცოცხალი ურთიერთობა, აღნიშნეს ვიდეოხიდის - „შემოქმედებითი უნარების განვითარება ბავშვებში პანდემიის პირობებში“ - მონაწილეებმა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთეს Sputnik-ის პრესცენტრებმა მინსკში, თბილისსა და ერევანში.

იძულებითი თვითიზოლაციის დროს მწვავედ დადგა ბავშვებისთვის დისტანციური გაკვეთილების ორგანიზების საკითხი, რათა ბავშვებს მეგობრებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მით უფრო, როდესაც საუბარია განსაკუთრებულ ბავშვებზე. რთული იყო ბავშვების გართობა დახურულ სივრცეში ისე, რომ ეს სასარგებლოც ყოფილიყო და საინტერესოც.

„მათ უჭირთ ურთიერთობის გარეშე“

როგორც ოჯახური ინკლუზიური თეატრის "i" სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა კისილიოვამ განაცხადა, აუტისტი ბავშვებისთვის აუცილებელია ურთიერთობა. გარდა ამისა, გაჩნდა ბევრი ჩარჩო და შეზღუდვა, დღის წესრიგიდან გაქრა მათთვის ჩვეული მეცადინეობა, სკოლა.

ამას ეთანხმება კლინიკური ფსიქოლოგი, განსაკუთრებული ბავშვების განვითარების სპეციალისტი ანაიტ აიკაზუნი, რომელიც ამბობს, რომ სწავლების ონლაინ-ფორმატი მათთვის ნაკლებად შესაფერისია.

„ბევრ ბავშვს, საზოგადოებაში სოციალიზებულსაც კი, რომლის უნარებიც კარგადაა გენერალიზებული - არ შეუძლია ამ მეცადინეობების კარგად აღქმა, არ შეუძლია ამგვარი გაკვეთილების დროს ურთიერთობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დისტანციური გაკვეთილები ვერ შეძლებს იმის კომპენსაციას, რაც აქამდე იყო“, - აღნიშნა აიკაზუნიმ.

პროექტის „ინკლუზიური ოჯახი სომხეთში“ დამფუძნებელმა ანა გრიგორიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, მშობელი თავად ასწავლიდეს და ავითარებდეს შვილს და მასთან ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში.

„ცხოვრებაში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, არ შეიძლება ყოველთვის სპეციალისტზე იყო დამოკიდებული. სპეციალისტი არის ადამიანი, რომელთანაც მშობელი და მთელი ოჯახი უნდა თანამშრომლობდეს - ინკლუზიის არსიც ესაა“, - განმარტა გრიგორიანმა.

თვითიზოლაცია ოჯახთან ერთად

საქველმოქმედო ფონდ „სერაფიმის“ დამფუძნებელმა ლია სერგეევამ აღნიშნა, რომ საქართველოში ამჟამად არიან ექიმები, რომლებიც განაგრძობენ ბავშვებთან პირად ვიზიტებს ან უკავშირდებიან მათ დისტანციურად, რათა დააკვირდნენ ბავშვების ქცევას, განაგრძობენ მათი უნარების განვითარებას.

„ჩვენ ვმუშაობთ უნარების განვითარებაზე როგორც დისტანციურად, ისე რეალურად. ამასთან, პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთნენ ოჯახის წევრები, რადგან მოქმედებს თვითიზოლაციის რეჟიმი, არის ერთგვარი შინაგანი დაძაბულობა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ - მრავალშვილიანი ოჯახი გვყავს, უფროსი ქალიშვილები უფრო მეტად მონაწილეობენ ჩემი ვაჟის აღზრდაში, რომელსაც დარღვეული აქვს განვითარება. ერთი მოძრაობების დახვეწაში ეხმარება, მეორე მასთან ერთად სიმღერებს სწავლობს, მესამე ეთამაშება“, - ამბობს სერგეევა.

თუმცა, მისივე თქმით, ამ მომენტისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრები ონლაინ რეჟიმში არ მუშაობენ, ამიტომ მისი შვილი მეცადინეობს არაქართული ცენტრის სპეციალისტებთან.

არ დავუშვათ დისტანციური კავშირი?

 „ჩვენ - განსხვავებულები ვართ!“ ფონდის პრეზიდენტისა და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ Miraculum-ის დირექტორის, ანდრეი მაქსიმოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა იმაზე საუბარი, როგორ ვიმოქმედოთ დისტანციურად, არამედ იმაზე, რომ  ბავშვებისთვის დისტანციური მეცადინეობა პრინციპულად დაუშვებელია. აუტიზმის სპეციფიკა ხომ ის არის, რომ ბავშვებს უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. აუტისტი ბავშვები, მაქსიმოვის თქმით, არ შეიძლება მუდმივად ოთხ კედელში იყვნენ გამომწყვდეული.

ფონდის პრეზიდენტმა აღნიშნა ასევე, რომ თბილისში არ უნდა დახურულიყო ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები, ეს ხომ მათი მკურნალობის ნაწილია, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ. მსგავსი მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

„ჩვენი ბავშვების მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების რეაქცია სწრაფი და გადამჭრელი იყო. ინვალიდობის ცნობებითა და ფორმა 100-ით ხელში დედებმა მიიღეს ნებართვა, ბავშვებთან ერთად წასულიყვნენ, სადაც მოისურვებდნენ“, - აღნიშნა მაქსიმოვმა.

მისი თქმით, ნებისმიერი თემა, რომელიც აუტიზმს უკავშირდება, მნიშვნელოვანია. მაგრამ თავდაპირველად უნდა გაანალიზდეს საკითხთა მთელი კომპლექსი. მაქსიმოვმა აღნიშნული თემა შეადარა სახლის შენებას, სადაც ყოველ დეტალს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. 

0