როგორ ჩავაბაროთ რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში: ინსტრუქცია უცხოელებისთვის

204
(განახლებულია 14:51 30.05.2019)
ყოველწლიურად უცხოელ აბიტურიენტებს შორის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის 15 000 კვოტა ნაწილდება. უცხოელთა გარდა, აბიტურიენტები შეიძლება გახდნენ რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები.
როგორ ჩავაბაროთ რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

სწავლის მსურველთა განაცხადების მისაღებად მოქმედებს ელექტრონული რესურსი - Russia.study. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შესაძლებელია განაცხადის გაკეთებაც და საბუთების გაგზავნაც. განაცხადის გაკეთებისას პოტენციურ სტუდენტს შეუძლია მონიშნოს 6 უმაღლესი სასწავლებელი (თუმცა არა უმეტეს ორი უმაღლესი სასწავლებლისა რუსეთის ერთ ქალაქში), სადაც სურს ჩაბარება.

204
თემები:
ეს უცნაური რუსეთი (66)