საქართველოში ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა

133
(განახლებულია 16:29 19.03.2019)
საქართველოში 2018 წელს უცხოური ინვესტიციები, 2017 წელთან შედარებით, 34,9%-ით შემცირდა და 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორები
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოში 2018 წელს უცხოური ინვესტიციები, 2017 წელთან შედარებით, 34,9%-ით შემცირდა, მათმა საერთო რაოდენობამ 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი აზერბაიჯანი იყო. ლიდერი ქვეყნების სამეულში ასევე შესულია დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები. ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი უცხოური ინვესტიციების თითქმის 50% მოდის.

ყველაზე ხშირად უცხოელი ინვესტორები ფულს აბანდებდნენ საფინანსო, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

133
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (158)