რატომ არის საშიში ბუნებრივი გაზი

251
(განახლებულია 13:46 01.03.2019)
რა საფრთხეების შემცველია ბუნებრივი აირი
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია

თბილისში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად  86 ადამიანი გარდაიცვალა, 285 კი მოიწამლა.

ბუნებრივ გაზს არც ფერი აქვს და არც სუნი, ამიტომ  საფრთხის დროულად აღმოჩენის მიზნით, მასში სპეციალურ ნივთიერებას ურევენ.

251

ფულადი გზავნილები საქართველოში კორონავირუსის პერიოდში

156
(განახლებულია 16:56 24.07.2020)
2020 წლის პირველ ნახევარში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 4,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 769 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 146 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 26,6%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

2020 წლის ივნისში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 17,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 169,2 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციები ივნისში ფულადი გადმორიცხვების დინამიკაში დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე ვალუტის გაცვლით კურსზე. გვენეტაძის განცხადება ეროვნული ბანკის Facebook-გვერდზეა გავრცელებული.

„დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, – წერს გვენეტაძე.

საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირება სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ზომების გამო დაიწყო. ამის შედეგად ეკონომიკური ვითარება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაუარესდა.

ფულადი გადარიცხვები აპრილში წლიური გაანგარიშებით 42,3%-ით შემცირდა, მაგრამ მაისში შემცირების ტემპმა იკლო და –9,6% შეადგინა.

 

156
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

81
(განახლებულია 16:15 15.07.2020)
პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარი-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, იანვარი-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი - 409,1 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი - 216,5 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა - 205,7 მლნ დოლარზე მეტი, აშშ - დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 175 მლნ დოლარი, გერმანია - 168,1 მლნ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.

საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი – 30,6%-ით, იმპორტი – 34,3%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

81
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ - ვიდეო

0
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები შემთხვევის ადგილიდან

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტებიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

0