უმუშევრობა საქართველოში

337
(განახლებულია 11:37 26.02.2019)
უმუშევრობა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემა აწუხებს. ამასთან, უმუშევრობა უფრო მამაკაცებს შორის გვხვდება, ვიდრე ქალებს შორის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა. 2018 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12,7%-ს შეადგენდა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 13,9% იყო.

 

337
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

როგორ გამოიყურება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა

25
(განახლებულია 15:55 24.02.2021)
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა, რისი აუცილებლობაც მას შემდეგ დადგა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა
© Sputnik / Konstantin Ivanov

22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით, ორის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს 19 თებერვალს წარედგინა.

ღარიბაშვილის მთავრობაში ორი ახალი სახეა – თავდაცვისა და და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული თანამდებობა 2013–2015 წლებშიც ეკავა.

 

25

ნაკლები მსხვერპლი და ავტოსაგზაო შემთხვევები: შსს–ს მონაცემები

45
(განახლებულია 11:33 22.02.2021)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის მანძილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების მონაცემები გაასაჯაროვა
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში: შსს-ს სტატისტიკა
© Sputnik / Konstantin Ivanov

 

2020 წელს საქართველოს გზებზე ავარიების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 14,4%–ით შემცირდა, გარდა ამისა, 6,5%–ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რაოდენობა.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცნობით 2020 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი შემთხვევების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. 

საქართველოში საგზაო უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2019 წელს სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავტოსაგზაო შემთხვევების შემდგომ ეფექტურ რეაგირებასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.

45
საწარმო

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

0
(განახლებულია 13:41 25.02.2021)
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის  სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი აუცილებლობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოიშვა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საბჭო ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე  უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და „აზიის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათი წვლილის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

0