ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში

195
(განახლებულია 13:37 22.02.2019)
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

2018 წლის განმავლობაში საქართველოში 6,4 ათასზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 459 ადამიანი ემსხვერპლა.

2017 წელს, ერთი წლით ადრე კი 6 ათასზე ოდნავ მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, მსხვერპლი უფრო დიდი იყო - 517.

ყველაზე ხშირად ავარიები თბილისში ხდება და ეს გასაკვირი არც არის, თბილისში ხომ, პრაქტიკულად, ყოველ მესამეს ავტომობილი ჰყავს.

მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად წელიწადში 1,3 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება და ეს მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, ნათქვამია მსოფლიოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.



195
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)