საუკეთესო ქართული ღვინოები - რა უყვართ უცხოელებს

გამოწერა

ყველაზე დიდი რაოდენობით საზღვარგარეთ ქინძმარაული გადის

2017 წელს საქართველოდან თითქმის 30 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ღვინო გავიდა. ქართული ღვინო 53 ქვეყანაში გაიგზავნა — ჯამში 76,7 მილიონი ბოთლი (0,75 ლიტრი).

პირველ ადგილზე ქართული ღვინის შემსყიდველ ქვეყნებში რუსეთი გავიდა, სადაც დაახლოებით 47,8 მილიონი ბოთლი გაიტანეს, რაც სრული ექსპორტის 62,3%-ს შეადგენს. 

ქართული ღვინო ერთ-ერთ ტურისტულ მაღაზიაში - Sputnik საქართველო
საქართველოს მეტი ღვინის გაყიდვა სურს

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შევიდა უკრაინა, ჩინეთი, ყაზახცეთი და პოლონეთი.

ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე პოპულარულებია ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.

ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი — ქვევრში დაყენება, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან კაცობრიობის ხელუხლებელი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0