რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

გამოწერა

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს ზრდა 13,8%–ით გაიზარდა, თანხამ 10,7 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამ პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 5,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო ბრუნვის 49%-ია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის — „საქსტატის" მასალებში.

2017 წელს საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები კვლავ იყვნენ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 3,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,7%-ს შეადგენს.

„Sputnik საქართველომ“ ინფოგრაფიკა მოამზადა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველო ყველაზე ხშირად რომელ ქვეყნებთან და რით ვაჭრობს.

ყველა ახალი ამბავი
0