ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში

გამოწერა

საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ერთ–ერთი მთავარი პრობლემა გზებზე სიკვდილიანობა იყო. საქართველოში ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რასთან ერთადაც იზრდება საგზაო-

სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა.

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საქართველო გზებზე სიკვდილიანობის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდა. 

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომლის თანახმად ქვეყანაში დაინერგა ჯარიმების სისტემა, ფარული პატრულირება და „ჭკვიანი კამერები“.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში 2017 წლის ივლისში შევიდა, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებებმა ნაყოფი გამოიღო. 

ყველა ახალი ამბავი
0