ტრანსცხიმების აკრძალვა

გამოწერა

საქართველოს ხელისუფლებამ 1 აგვისტოდან შეზღუდვები დააწესა კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობაზე. ტრანსცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს 100 გრამ საკვებ ცხიმზე. ასევე იკრძალება ტრანსცხიმების გამოყენება 7 წლამდე ბავშვთა საკვების წარმოებაში.

ტრანსცხიმები — ეს არის ცხიმები, რომელიც ჰიდროგენიზაციის გზით მყარ მასად გარდაიქმნება. მათ საკვები ცხიმის სპეციალური დამუშავების გზით იღებენ. ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება ზოგიერთი მარგარინი, ნახევარფაბრიკატი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩიფსები და ასე შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0