მკვლელობა რუსთავის ციხეში: საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს

© photo: Sputnikრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
სამსახურის გამომძიებლებმა უკვე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გამოკითხეს მოწმეები. დანიშნულია მოკლულის ცხედრის ექსპერტიზა
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო სამსახური რუსთავის №17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი პატიმრის მკვლელობას იძიებს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
კლინიკის პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა
სამსახურის  მონაცემებით, ინციდენტი 26 ივლისს მოხდა, როდესაც რამდენიმე პატიმარს შორის ჩხუბი დაიწყო. შედეგად ერთ-ერთი მათგანი მოკლეს.
სამსახურის გამომძიებლებმა უკვე დაათვალიერეს მომხდარის ადგილი, გამოკითხეს მოწმეები. დანიშნულია მოკლულის ცხედრის ექსპერტიზა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის სამი მუხლით - განზრახ მკვლელობა (108-ე მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მხრიდან სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (342 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი).
ყველა ახალი ამბავი
0