თბილისში შსს–ს შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
მამაკაცი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ–ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, მან უკიდურეს ნაბიჯი ძალადობის გამო გადადგა, რომელსაც პოლიციელების მხრიდან შეეჯახა
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. მამაკაცი თვითმკვლელობას თავის დაწვით შეეცადა. შემთხვევა თბილისში, შსს–ს შენობასთან მოხდა.
ინციდენტის დეტალებზე ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება.
მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცმა თან მიიტანა ბენზინი და სანთებელა. ცეცხლი პოლიციის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
აწამებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ: თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს
მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკურნალი ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობითი დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ", - აღნიშნა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.
ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ეს მოქალაქე მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ რუსთავის პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში ის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ფორმულა“ ამ ფაქტს აღნიშნულ ინციდენტს უკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0