ბორჯომში 30 წლამდე ქალი კლდიდან გადმოვარდა

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან 30 წლამდე ქალი კლდიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
შემთხვევა დღეს, შუადღით მოხდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ქალს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ – ცხედარი ხევში იპოვეს. ამ დროისათვის გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0