https://sputnik-georgia.com/20210722/miwisZvra-moxda-252386471.html
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Sputnik საქართველო
ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T08:02+0400
2021-07-22T08:02+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/05/249930849_0:136:3000:1824_1920x0_80_0_0_d1ef3c58f8212f90982c8a86e0d3e65d.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
https://sputnik-georgia.com/20210714/seismologi-gaxSirebuli-miwisZvrebi-sayuradReboa-252316778.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/05/249930849_0:0:2612:1959_1920x0_80_0_0_4a82a26d9e4fd0b969602b49a7b6d307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
08:02 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა,
იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეთხუთმეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.