თბილისის ცენტრში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnikმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები, რომლებიც ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას, რომელიც ოპერის თეატრთან ახლოს მდებარე სახლის ბოლო სართულს მოედო.
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. თბილისის ცენტრში, ლაღიძის ქუჩაზე, ოპერისა და ბალეტის თეატრთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა - ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
„პირველი არხის“ მონაცემებით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი შენობაში, რომელშიც დიდი ხანია არავინ არ ცხოვრობს.
ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. ისინი ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას, რომელიც შენობის ბოლო სართულს მოედო.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათ დახმარება ადგილზე გაეწია, რადგან დამწვრობა უმნიშვნელო იყო.
ყველა ახალი ამბავი
0