პოლიციელები აქციის მონაწილეებს აკავებენ

5 ივლისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს მიენიჭა

55
(განახლებულია 21:59 20.07.2021)
5 ივლისს არეულობების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის 53 ადამიანს მიენიჭა, აქედან 47 ჟურნალისტია.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს მომხდარი მოვლენების დროს დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა, იუწყება „პირველი არხი“.

ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.

ტელეარხის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამშაბათს დაზარალებულად კიდევ შვიდი ადამიანი ცნო – სხვადასხვა ტელეარხებისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები.

დაზარალებულის ოფიციალურ სტატუსს საქართველოს პროკურატურა ანიჭებს. ეს სტატუსი არ არის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ამსახველი, არამედ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი გარკვეული დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

დაზარალებულის სტატუსის მქონეს ხელი მიუწვდება სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალაზე, აქვს უფლება, აუნაზღაურდეს ზარალი, ასევე აქვს შესაძლებლობა, აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლოს სახელმწიფოს დაცვით.

„TV პირველის“ ოპერატორის ცემისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს წარედგინა>>

დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისთვის 53 ადამიანს მიენიჭა. აქედან 47 ჟურნალისტია.

5 ივლისის მოვლენების გამოძიება ერთდროულად ორი მიმართულებით მიმდინარეობს – ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ამ დროისათვის დაკავებულია 26 ადამიანი, აქედან 22 – ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის.

55
პატარძალი

მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით დაკავებულია ოთხი პირი

86
(განახლებულია 20:39 03.08.2021)
პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებულებს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა პირმა სამ თანამზრახველთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 1998 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ქალს ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

86
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ბენიკ აბრამიანი

სკანდალი ტოკიოში ქართველ მძლეოსანს სისხლში აკრძალული სტეროიდები აღმოაჩნდა

117
(განახლებულია 16:55 03.08.2021)
ბენიკ აბრამიანი ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანი ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა. ინფორმაციას დოპინგ ტესტირების საერთაშორისო სააგენტო (ITA) ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აბრამიანმა სინჯი ტოკიოში 31 ივლისს ჩააბარა და მას ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოაჩნდა (დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი, ტამოკსიფენი).

36 წლის სპორტსმენი სარბიელზე დღეს, 15:40 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა საეჭვო დოპინგ-სინჯის გამო ის ოლიმპიადას დროებით ჩამოაშორეს.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.

117
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0