დაკავება

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

79
(განახლებულია 22:48 14.07.2021)
როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ბრალდებულმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლებით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამ დროისათვის ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, მათი დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 20-ზე მეტი ადამიანია ბრალდებული. ყველა მათგანი განაჩენს პატიმრობაში დაელოდება.

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1347)
სასწრაფო დახმარება

კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

230
(განახლებულია 14:54 01.08.2021)
ექიმების განცხადებით, მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა და რეანიმაციული ღონისძიებებისა, მამაკაცის სიცოხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს ხელოსანს სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა.

მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

„შუახნის კაცს თავის არეში მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფოდ გაკეთდა ნეოროქირურგიული ოპერაცია, მაგრამ დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ექიმმა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

230
შინაგან საქმეთა სამინისტრო

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

95
(განახლებულია 11:31 01.08.2021)
უწყების ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

 

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. 

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.

ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.

ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

95
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1347)
იაკობ ქაჯაია კუბელ აკოსტა ფერნანდესთან ორთაბრძოლაში

ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე

0
(განახლებულია 20:25 01.08.2021)
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეათე დღეს საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს – ბერძნულ–რომაულის ტილით მოჭიდავეები იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია

იაკობ ქაჯაია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–130 კგ)

Борец Якоб Каджая
© AP Photo / Anvar Ilyasov
იაკობ ქაჯაია

ქაჯაიამ წარმატებით გამართა ორთაბრძოლები და თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ტურნირის რეგლამენტით, მედლები სპორტსმენების გამოსვლის დაწყებიდან მეორე დღეს თამაშდება.

ქართველი მოჭიდავე ოქროსთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.

27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მას თავისუფლად შეუძლია, ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია.

გიორგი მელია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–97 კგ)

ტოკიოს ოლიმპიადა 24 წლის გიორგი მელიასთვის სადებიუტოა. იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის ქართველი მოჭიდავე სერიოზულ შედეგებს აჩვენებდა. 2016 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 23 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა – 2018 წელს ბრინჯაო მიიღო და 2019 წელს – ვერცხლი.

Георгий Мелия – греко-римская борьба
გიორგი მელია

მოზრდილთა კატეგორიაში მას ჯერჯერობით სატრაბახო შედეგები არა აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე მე–10 და მე–17 ადგილები დაიკავა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეხუთე.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.

0
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე