სოფელ სამებასთან მეოთხე მიწისძვრა დაფიქსირდა

© AP Photo / IRWIN FEDRIANSYAH სეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
დღეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში უკვე მეოთხე მიწისძვრა დაფიქსირდა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 7 და 8 ივლისს სამჯერ დაფიქსირდა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:22 საათზე 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
დღეს აღნიშნულ ლოკაციაზე უკვე მეოთხე მიწისძვრა დაფიქსირდა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 7 და 8 ივლისს სამჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,1–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ყველა ახალი ამბავი
0