შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით საქართველოს 11 ქალაქში 25 პირი დააკავა

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს რუსთავში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, ორგანიზებას უწევდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მიღების ბრალდებით პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 25 პირი დააკავა, ოთხ პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა, ხოლო ორი პირი იძებნება, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს 11 ქალაქში ჩატარდა. ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში.
დაკავებულთა ასაკი 22 წლიდან 54 წლამდე მერყეობს.
მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქმეში 100-მდე დაზარალებულია. მისივე თქმით, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.
„საქმეში ფიქსირდება არაერთი კრიმინალური გარჩევა, რაც მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს და ეს გახდა საფუძველი ადამიანების ბრალდების, რომლებსაც მკაცრი სასჯელი ელოდებათ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი ასევე სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას. ბრალდებულები აღნიშნული ქმედებების შედეგად ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
საფრანგეთში დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს:ყველა წევრი საქართველოს და სომხეთის მკვიდრია
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ცხრა კრიმინალურ ავტორიტეტებთან. მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნივთები, მათ შორის: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ძვირადღირებული ავტომობილი.
 
ყველა ახალი ამბავი
0