სეისმოგრაფი

კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში და კვლავ იმავე ტერიტორიაზე

73
(განახლებულია 15:38 08.07.2021)
მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლის რეგიონის ერთსა და იმავე ადგილზე ორი დღის განმავლობაში უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:26 საათზე 11 კმ სიღმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

მიწისძვრა სოფელ სამებასთან 6 და 7 ივლისს სამჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,1–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

73
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2232)
პოლიცია

ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

47
(განახლებულია 17:35 30.07.2021)
5-6 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირია დაკავებული.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის საქმეზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას „ცხრა აპრილის“ ბაღში ტელეოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ ეტაპზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი.

უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას.

საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მისი მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.

47
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა: ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთანაა

68
(განახლებულია 16:21 30.07.2021)
ბოლო პერიოდში სოფელი სამება აქტიური სეისმური ზონა გახდა – პრაქტიკულად ყოველ კვირაში ფიქსირდება მცირე ბიძგები.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან თბილისის დროით 04:16 საათზე 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

68
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0