ავარია კრწანისის ქუჩაზე: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები
საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
გამოწერა
კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია, მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა კლინიკა New Hospitals-ის რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ შაბათს ნაშუადღევს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში მიყვანისას ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საშინელი ავარია თბილისში: სატვირთო რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - ვიდეო

ექიმის თქმით, ამჟამად კლინიკაში მკურნალობას ოთხი პაციენტი გადის. ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

„ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0