ავარია კრწანისის ქუჩაზე: სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
გამოწერა
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საზარელი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამი პაციენტის, მათ შორის არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა კლინიკა New Hospitals-ის ექიმმა, ალექსანდრე მხარგრძელმა.

ამჟამად კლინიკაში ავარიისას დაშავებული ოთხი პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ამჟამად მკურნალობს ოთხი პაციენტი, სამი მათგანის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთი პაციენტის საშუალო სიმძიმის. დაშავებულებიდან ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მძიმე, არის მრავლობითი ტრავმის დიაგნოზი. ამჟამად უტარდებათ ინტენსიური დახმარება და მკურნალობა. შეიძლება პაციენტებს ჩაუტარდს ოპერაციული ჩარევა საჭიროებისამებრ“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

კლინიკა New Hospital - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ დღეს ნაშუადღევს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - საავადმყოფოში მიყვანისას.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0