ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

თეთრი პერანგი და ვარცხნილობა: მელიას საქმეზე პოლიციელთა გამოკითხვა გრძელდება

70
(განახლებულია 22:35 10.06.2021)
ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მორიგი სასამართლო სხდომა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე. დღეს მის წინააღმდეგ ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალდების მხარის ვერსიით, ანტისამთავრობო აქცია პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა.

ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც იმ ღამეს პარლამენტის შენობას იცავდნენ.

„დაიკითხა სამი მოწმე. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც 20 ივნისს პარლამენტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და აღდგენის მიზნით. ფაქტობრივად, სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ ნიკა მელია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა იმ დღეს მომიტინგეთა შორის, ის მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა, მათ შორის, ჟესტიკულაციითაც, სიტყვიერადაც, თავად უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობრივ ქმედებებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სხდომის შემდეგ.

მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყველა პოლიციელის ჩვენება ერთნაირია, მან ისინი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

„თავგამოდებით ადასტურებდა პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი, რომ არც ერთი სხვა პარლამენტარი, ან საჯარო პირი ან პოლიტიკოსი აქციიდან არ ახსოვს და არ დაუნახავს“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

მისი თქმით, გამოკითხვის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მელია თეთრი პერანგით და ვარცხნილობით დაამახსოვრდა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათი ჩვენებები შედგენილია პროკურატურაში და ეს პოლიციელები იმეორებენ იმას, რაც ფურცელზე დაუწერეს, მაგრამ რაღაც მომენტებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან.

თავად მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. ის წინასწარი მოსმენების დროს სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო განაჩენის გამოტანამდე გაძევებულია დარბაზიდან.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?!“

დანაშაული, რომელიც მელიას ედება ბრალად, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

70
დაპირსიპირება აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

42
(განახლებულია 17:43 20.06.2021)
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირება მალევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა, პოლიციამ მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცა.

სამართალდამცველებმა ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 15 აპრილს ბათუმში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება.

42
ხელბორკილები

ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულ მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ

79
(განახლებულია 15:36 20.06.2021)
ბავშვის მიმართ აღზრდის სასტიკი მეთოდების გამოყენებისთვის მის დედასა და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს - დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა.

შაბათს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 6 წლის ბავშვის წამების და ცემის შესახებ. თბილისში არასრულწლოვნის დედა და მამინაცვალი დააკავეს. თავად დაზარალებული და მისი უმცროსი ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბრალდების მონაცემებით, ბავშვს აშიმშილებდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, ხელებს უწვავდნენ.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის განცხადებით, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს, ასევე ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

საქმის პროკურორის, ნათია ნოზაძის თქმით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის უკიდურესად მაღალი საფრთხე, ასევე მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

„ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილია სსსკ-ის ის ქმედება, რაც წარდგენილი აქვთ ბრალად – წამება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად“, - განაცხადა ნოზაძემ.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ. მძიმე ბრალდებაა, მაგრამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ ბავშვის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი დედის ან მამის მხრიდან. არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე დაადასტურებს მათ უდანაშაულობას“, - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

მისი თქმით, საქმეში არსებული ფოტოები არ ადასტურებს მშობლების მხრიდან წამების ფაქტს.

„სოციალური მუშაკებისგან და მამისგან ვიცი, ბავშვი საკმაოდ ცელქია და ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამამ ან დედამ მიაყენა რაიმე სახის დაზიანებები. ხელების გაკოჭვაზე რა სურათებიც გავრცელდა, ამ სურათების გარდა, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, ამის შემსწრე პირი, მოწმე არავინ არ არსებობს. რა მომენტშია ეს გადაღებული, თამაშიდან გამომდინარე არის, თუ რა მოხდა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს 12:00 საათზე დაინიშნა.

6 წლის ბავშვის მშობლებს (დედა და მამინაცვალი) ბავშვის წამება ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, საუბარია 2019-2020 წლების პერიოდზე, რა დროსაც წამების ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა.

ბავშვის დედას და მამინაცვალს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედებათ („ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ“). დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

79

„ბაიდენი“ უშარვლოდ, ტეხასელი ჩირლიდერები და მექსიკის კატასტროფა - კვირის საუკეთესო ფოტოები

0
(განახლებულია 12:05 21.06.2021)
  • ანტისამთავრობო პროტესტო ბოგოტაში
  • ჯაზ-ბენდ „ტუტსი როლერსის“ წევრები
  • რაკეტა Long March-2F Y12 კოსოსური ხომალდით Shenzhou-12  და სამი ასტრონავტით ფრინდება ცზიუციუანის კოსმოდრომიდან ჩინეთის პირველი პილოტირებადი მისიის დროს  საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობიათვის
  • გოგონები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე თურქეთში
  • ეკოაქტივისტები Extinction Rebellion პოზირებენ G7 ლიდერების სახეებით G7 სამიტის მსვლელობისას გამართულ დემონსტრაციაზე დიდ ბრიტანეთში
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჰითროუს აეროპორტში G7 სამიტის შემდეგ
  • მამაკაცი ველოსიპედით მატარებლის მახლობლად, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, მექსიკა
  • Dallas Cowboy-ს ჩირლიდერები ავტოდრომ Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროს
  • ბელარუსი გიმნაზისტი ანასტასია სალოსი ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში
  • ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რომში
  • საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მიუნხენის სტადიონთან
  • მესაფლავეები კორონავირუსის მსხვერპლის დაკრძალვის შემდეგ ინდონეზიაში
  • მაროკოს სამეფო შეიარაღებული ძალების წევრები აგადირის პორტში
  • ადგილობრივები ანგრევენ საკუთარ სახლებს მდინარე ტონლესაპზე მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა
  • ეკოაქტივისტებმა სენტ-აივსის ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს G7 სამიტის მსვლელობისას
Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ გასულ კვირაში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ამსახველ საუკეთესო ფოტოებს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოებისგან
0
  • ანტისამთავრობო პროტესტო ბოგოტაში
    © AFP / Juan Barreto

    ანტისამთავრობო პროტესტო ბოგოტაში

  • ჯაზ-ბენდ „ტუტსი როლერსის“ წევრები
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ჯაზ-ბენდ „ტუტსი როლერსის“ წევრები

  • რაკეტა Long March-2F Y12 კოსოსური ხომალდით Shenzhou-12  და სამი ასტრონავტით ფრინდება ცზიუციუანის კოსმოდრომიდან ჩინეთის პირველი პილოტირებადი მისიის დროს  საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობიათვის
    © REUTERS / Carlos Garcia Rawlins

    რაკეტა Long March-2F Y12 კოსოსური ხომალდით Shenzhou-12 და სამი ასტრონავტით ფრინდება ცზიუციუანის კოსმოდრომიდან ჩინეთის პირველი პილოტირებადი მისიის დროს საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობიათვის

  • გოგონები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე თურქეთში
    © AFP / Yasin Akgul

    გოგონები მარმარილოს ზღვის სანაპიროზე თურქეთში

  • ეკოაქტივისტები Extinction Rebellion პოზირებენ G7 ლიდერების სახეებით G7 სამიტის მსვლელობისას გამართულ დემონსტრაციაზე დიდ ბრიტანეთში
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ეკოაქტივისტები Extinction Rebellion პოზირებენ G7 ლიდერების სახეებით G7 სამიტის მსვლელობისას გამართულ დემონსტრაციაზე დიდ ბრიტანეთში

  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჰითროუს აეროპორტში G7 სამიტის შემდეგ
    © AFP / Brendan Smialowski

    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჰითროუს აეროპორტში G7 სამიტის შემდეგ

  • მამაკაცი ველოსიპედით მატარებლის მახლობლად, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, მექსიკა
    © AFP / Ulises Ruiz

    მამაკაცი ველოსიპედით მატარებლის მახლობლად, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, მექსიკა

  • Dallas Cowboy-ს ჩირლიდერები ავტოდრომ Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროს
    © REUTERS / Jerome Miron

    Dallas Cowboy-ს ჩირლიდერები ავტოდრომ Texas Motor Speedway-ზე რბოლის დროს

  • ბელარუსი გიმნაზისტი ანასტასია სალოსი ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში
    © REUTERS / Spasiyana Sergieva

    ბელარუსი გიმნაზისტი ანასტასია სალოსი ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში

  • ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რომში
    © AFP / Alberto Pizzoli

    ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რომში

  • საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მიუნხენის სტადიონთან
    © REUTERS / Alexander Hassenstein

    საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები მიუნხენის სტადიონთან

  • მესაფლავეები კორონავირუსის მსხვერპლის დაკრძალვის შემდეგ ინდონეზიაში
    © REUTERS / Antara Foto / Raisan Al Farisi

    მესაფლავეები კორონავირუსის მსხვერპლის დაკრძალვის შემდეგ ინდონეზიაში

  • მაროკოს სამეფო შეიარაღებული ძალების წევრები აგადირის პორტში
    © AFP / Fadel Senna

    მაროკოს სამეფო შეიარაღებული ძალების წევრები აგადირის პორტში

  • ადგილობრივები ანგრევენ საკუთარ სახლებს მდინარე ტონლესაპზე მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა
    © REUTERS / Cindy Liu

    ადგილობრივები ანგრევენ საკუთარ სახლებს მდინარე ტონლესაპზე მას შემდეგ, რაც კამბოჯის მთავრობამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის დატოვების ბრძანება გასცა

  • ეკოაქტივისტებმა სენტ-აივსის ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს G7 სამიტის მსვლელობისას
    © AFP / Daniel Leal-Olivas

    ეკოაქტივისტებმა სენტ-აივსის ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს G7 სამიტის მსვლელობისას