„ქურდული სამყარო": „გლეხოვიჩი", „ტყვლიპე“, „ვიტო“ და სხვანი – დაკავებულია 13 პირი

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ფინანსური დავის მოსაგვარებლად მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, საქმის გარჩევა „ქურდული" წესით შედგა და ერთ-ერთ მხარეს 80 ათასი ლარის გადახდა დაევალა.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტებზე 13 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციამ თბილისში, თელავსა და ქუთაისში დააკავა.

უკრაინის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
„პრინცი“ გისოსებს მიღმა – უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

დაკავებულთაგან 12 პირს (მათი მეტსახელებია „ვიტო“, „ჯეკო", „პუპუშა“, „ხონსკი“, „ბაჩო“, „გიბონა“, „ტყვლიპე“ და სხვ.) ბრალი დღეს წაუყენეს. ბრალდებულთაგან ერთი – ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად „გლეხოვიჩი" საზღვარგარეთ იმყოფება. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნეს-საქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნეს-პარტნიორთან. მოდავე მხარეებმა დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს დაავალა.

2021 წლის 16 აპრილს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დავის ქურდული წესით გარჩევა შედგა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

უკრაინის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
„ლაშა სვანი“ და „უმკა" – უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე პოლიციამ ოთხი ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0