მამამ ქალიშვილს დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა – მამაკაცს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ქალშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს 14 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
სასტიკი მკვლელობა: თბილიში ხელფეხშეკრული ქალის ცხედარი იპოვეს

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში 2020 წლის 15 სექტემბერს მამაკაცმა ჩხუბის დროს საკუთარ ქალიშვილს დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

დანაშაულის ჩადენის დროს მამა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მან ქალიშვილისგან სრული მორჩილება მოითხოვა იმ საკითხშიც კი, თუ ვისთან იმეგობრებდა და ცხოვრების როგორ წესს აირჩევდა იგი. მამის ამ მოთხოვნას გოგონას მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა, რის გამოც მამაკაცი გაბრაზდა და იგი დანით დაჭრა. გოგონას გადარჩენა მამა-შვილს შორის კონფლიქტის დროს შორიახლოს მყოფმა უცნობმა პირმა შეძლო.

პოლიციამ მამაკაცი მომხდარიდან მეორე დღეს, 16 სექტემბერს დააკავა.

მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ყველა ახალი ამბავი
0