ფოთში შვილიშვილმა ბებია მოკლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
70 წლამ­დე ქალს თა­ვის არე­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა - გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული. სავარაუდოდ, იგი შვილიშვილმა მოკლა. მეზობლების განმარტებით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, 25 წლამდე ახალგაზრდა ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0