სამძებრო სამუშაოები მტკვარზე

რუსთავის არხში დაკარგული მეთევზეს ცხედარი იპოვეს

80
50 წლამდე ასაკის მამაკაცი „რუსთავის აზოტის“ ქარხნის ტერიტორიაზე თევზაობის დროს წყალში ჩავარდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. მაშველებმა რუსთავში არსებულ არხში შაბათს დაკარგული ადგილობრივი მეთევზეს ცხედარი იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში იყო ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი. თვითმხილველების თქმით, 29 მაისს დღის საათებში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი „რუსთავის აზოტის“ ქარხნის სიახლოვეს თევზაობის დროს წყალში ჩავარდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა.

მამაკაცის ცხედარი რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლება მოხდა.

ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები იმყოფებიან. დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

16 კილომეტრიანი არხი სათავეს მტკვარში იღებს და ჯანდარის ტბაში ჩაედინება.

80
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

32
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის განყოფილება

წერეთლის გამზირზე პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა

73
მამაკაცი შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს და მან შეზღუდვისთვის თავის არიდება ამ საქციელით სცადა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან მამაკაცი გადახტა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ტელეარხის მონაცემებით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. როდესაც მამაკაცმა შეიტყო პოლიციაში დაბარების მიზეზი, მან განყოფილებიდან გადახტომა გადაწყვიტა.

ორდერის გამოწერის შემდეგ მას ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აეკრძალებოდა.

მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა და ახლა ის კლინიკაში მკურნალობას გადის. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

73
ვითარება მიგრაციულ ცენტრთან მოსკოვის ოლქში

გამოდით ჩრდილიდან: რუსეთი მიგრანტებს ლეგალიზაციას უმარტივებს

0
(განახლებულია 12:56 17.06.2021)
COVID-19-ის  პანდემიიდან გამომდინარე, რუსეთმა მიგრანტებს ქვეყანაში დროებით ყოფნის ვადა 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი.

Sputnik, მარია ნაუმენკო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დსთ-ის ქვეყნების მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა უკანონოდ. რამდენმა მოქალაქემ შეძლოლეგალიზაცია, რატომ არჩევს ზოგი მიგრანტი ჩრდილში დარჩენას და რა ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსეთის ფედერაცია უცხოელებს მუშაობისა და ცხოვრებისთვის — იხილეთ Sputnik-ის მასალაში.

მოესწროს სამ თვეში

„მოასწრებენ თუ არა მსურველები 30 სექტემბრამდე ლეგალიზებას, ეს პროფილური სტრუქტურების მუშაობაზეა დამოკიდებული. მანამდე მიგრანტებს გიგანტურ რიგებში უწევდათ დგომა დოკუმენტების გასაფორმებლად. ჩემი აზრით, სამი თვე საკმარისია, თუ აწობილად იმუშავებენ“, — მიაჩნია ტაჯიკური კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ხურშედ ხამრაკულოვს.

ვლადიმირ პუტინის ახალ ბრძანებულებამდე, უცხოელებს 15 ივნისამდე უნდა მოესწროთ ლეგალიზება — ეს ბოლო ვადა იყო.

მიგრაციის საკითხთა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს დირექტორ აბდუსატორ ესოევის განცხადებით, რუსეთის საიმიგრაციო ცენტრებში აჟიოტაჟი შეინიშნებოდა, დოკუმენტების მიღების მსურველი მიგრამტების მოზღვავება მაისში დაიწყო. მისი თქმით, მრავალფუნქციურ საიმიგრაციო ცენტრ „სახაროვოში“ დოკუმენტების გაფორმების მსურველთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს — 41 ათას კაცს აღწევდა დღეში. მიგრანდების დიდი ნაკადი იმითაც იყო გამოწვეული, რომ საელჩოები და დიასპორული ორგანიზაციები აქტიურად ატარებდნენ განმარტებითსაუბრებს თანამემამულეებთან და დოკუმენტების გაფორმებისკენ მოუწოდებდნენ მათ.

„მიგრაციულ ცენტრებში ჟიოტაჟის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ლეგალიზებას ყველა ვერ მოასწრებდა. უხეში დათვლებით, 15 ივნისისთვის საკუთარი სტატუსის დაკანონება 500 ათასზე მეტმა კაცმა მოასწრო. მაგრამ აუცილებელია შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკას დაველოდოთ“, — აღნიშნა ესოევმა.

მისი აზრით, COVID-19-ის პანდემიისას რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელებისადმი მიღებული ზომები ძალიან ჰუმანური იყო. 2020 წლის გაზაფხულზე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა უცხოელებს რუსეთში 2021 წლის 15 ივნისამდე დარჩენის ვადა მისცა — ვიზისა (თუ ეს აუცილებელი იქნებოდა) და იმ სხვა დოკუმენტების გახანგრძლივების გარეშე, რომელთა მეშვეობითაც შევიდნენ ისინი ქვეყანაში. ამ დროის განმავლობაში დამსაქმებლებს ასევე მიეცათ უფლება, დაექირავებინათ უცხოელები მუშაობაზე მოქმედი ნებართვის გარეშე. რუსეთიდან გაძევებაზე მორატორიუმი რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

რუსეთს მიგრანტები სჭირდება

ხურშედ ხამრაკულვის თქმით, მიგრანტებს რუსეთში ცხოვრება და მუშაობა ლეგალურად ურჩევნიათ. უკანონო მდგომარეობისკენ მათ სხვადასხვა ვითარება უბიძგებს.

„ზოგ არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს ხელს აძლევს, როდესაც მიგრანტი აბსოლუტურად უუფლებოა. თუ უცხოელი რუსეთში კანონიერადაა, მაშინ კომპანია ვადებულია, ხელშეკრულება გააფორმოს მასთან და გადასახადები გადაიხადოს. მოტყუებულ თანამემამულეებს ხშირად მოუმართავთ ჩემთვის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ არაოფიციალურად და შედეგად, ჯამაგირი საერთოდ არ მიუღიათ“, — მოჰყავს მაგალითი ტაჯიკური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს.

მისი თქმით, იმის დამტკიცება, რომ უცხოელი მოატყუეს, როდესაც შრომითი ხელშეკრულება არ არსებობს, უკიდურესად რთულია, მაგრამ რუსეთში ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში მიგრანტებს ელექტრონულ ID-ბარათებს აძლვენ, რომლითაც მათ სამშობლოში შეუძლიათ ფულის გადარიცხვა დაბალი საკომისიო მომსახურებით. დამსაქმებლებს კი ამ ინსტრუმენტით უჭირთ „შავი“ ჯამაგირის გადახდა.

მსგავსი საიდენტიფიკაციო ბარათების დანერგვა მთელ რუსეთში იგეგმება. მათში ელექტრონული სახით იქნება შენახული პირადი მონაცემები, ნებართვის დოკუმენტები და ლიცენზიები, ცნობები დამსაქმებლის, გადასახადების დარიცხვის, სამუშაო სტაჟის, კანონდარღვევების, ჯარიმებისა და გადასახადების გადაუხდელობის შესახებ.

ამ ბარათის მფლობელი უცხოელები შეძლებენ დასაქმდნენ როგორც იურიდიულ პირებთან, ისე ინდმეწარმეებთან ელექტრონული პატენტის საფუძველზე, ხოლო ფიზიკურ პირებთან — ფიქსირებული ავანსის სახით საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ.

თუმცა, როგორც ესოევი ამბობს, არსებობს მიგრანტების გარკვეული კატეგორია, რომელიც განზრახ არიდებს თავს ლეგალიზაციას.

„ვიღაც ეკონომიას აკეთებს, არ უნდა პატენტის გადასახადის გადახდა. ვფიქრობს, 5-7 თვეს წავიმუშავებ, ფულს გავგზავნი სამშობლოში და დავბრუნდებიო. არიან ისეთებიც, ვინც კერძო დაკვეთებს ასრულებენ, სააგარაკე დასახლებებში ცხოვრობენ და არსად არ გადიან“, — განმარტავს ის.

მიგრანტებისთვის პატენტის ღირებულება მოსკოვში 5341 რუბლია, მოსკოვის ოლქში — 5 092 რუბლი, ვორონეჟის ოლქში — 4 943 რუბლი, ირკუტსკის ოლქში — 5 605 რუბლი.

როგორც ხამრაკულოვა აღნიშნავს, რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ შეძლებისდაგვარად მეტი მიგრანტი ლეგალიზდეს, ამიტომაც სთავა ზობს ქვეყანა მათ ესოდენ ხელსაყრელ პირობებს.

„ჩემთვის არაერთ კომპანიას მოუმართავს სამშენებლო სფეროდან, ავტოსამრეცხაოებიდან თუ საკურიერო მომსახურებიდან, მთხოვდნენ მუშახელი გამეგზავნა, ვინაიდან ხალხი არ ჰქოფნიდათ“, — ირწმუნება იგი.

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, თუ პანდემიამდე ქვეყანაში 11 მილიონამდე მიგრანტი იმყოფებოდა, 2020 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენონა 6 მილიონამდე შემ ცირდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიგრანტების დეფიციტისამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში შეინიშნება.

მიგრანტებისთვის პირობები გაუმჯობესდება

რუსეთში 2025 წლისთვის მიგრაციული კანონმდებლობის სრულად რეფორმირებას გეგმავენ. ფედერალური კანონი, რომელსაც შსს ამზადებს, ახალ მიდგომას ითვალისწინებს დაბეგვრის, პატენტის მიღების, ჯამაგირის რაოდენობისა და რუსეთში სამუშაოდ ჩასულების რეგისტრაციის კუთხით.

ცვლილებების მიზანია, აღმოიფხვრას უცხოელების დასაქმების შავი სქემები. ყველა მიგრანტი მონაცემთა ერთიან ბაზაში შევა და ამასთან, უცხოელი დასაქმებულის ხელფასი კონკრეტულ რეგიონში მოცემული კატეგორიის მუშაკის ხელფასის საშუალო დონეს გაუტოლდება.

ესოევს იმედი აქვს, რომ ახალი კანონის დამტკიცებასთან ერთად, არალეგალების კატეგორიაში აღარ მოხვდებიან ის პირები, რომლებსაც რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა, მაგალითად, პატენტის გადასახადის დაგვიანებით გადაუხდელობა, უფიქსირდებათ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ფედერალური კანონის პროექტს მთავრობას განსახილველად 2021 წლის ბოლოსთვის წარუდგენს.

0
თემები:
რუსეთი დღეს