ყაზახეთის მოქალაქის დაღუპვის საქმე: ძალადობას, შესაძლოა, ორი გოგონა გადაურჩა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
დაღუპული ქალის დამ მათი შორეული ნათესავის შესაძლო არალეგალური ბიზნესის შესახებ ახალ დეტალებზე ისაუბრა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოში დაღუპული ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე ასელ აიტპაევას დამ განაცხადა, რომ მისი ნათესავის მსხვერპლი შეიძლება კიდევ ორი ყაზახი გოგონა გამხდარიყო, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“ ტელეარხ „ასტანაზე“ დაყრდნობით.

ყაზახეთში ასელ აიტპაევას ნათესავი მამაკაცი დააკავეს>>

აინა აიტპაევას განცხადებით, მის ოჯახს ანონიმურად მიმართა ორმა გოგონამ. მათ თქვეს, რომ ამ საქმეში ეჭვმიტანილი მურატ მეირბეკოვი მათაც იწვევდა სამუშაოდ საზღვარგარეთ.

„ვინმე უცხოს რომ მიეწვია, არ გავუშვებდით. და თვითონაც არ წავიდოდა. აქ კი იმედიანად ვიყავით. ვფიქრობდით, რომ ნათესავია. აღმოჩნდა, რომ ის პირველი არაა. კიდევ ორი გოგონა შეგვეხმიანა, მოგვწერა Instagram-ში“, – განაცხადა აინა აიტპაევამ.

ასელ აიტპაევა გარდაცვლილი იპოვეს რუსთავში მდებარე ერთ-ერთ სახლთან საქართველოში, სადაც ის ავტოსალონში სამუშაოდ გამოემგზავრა.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ყაზახეთის მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილი: კიდევ ერთი ბრალდებული

სიკვდილის წინ აიტპაევამ აუდიოჩანაწერი გაგზავნა, რომელიც მოწმობს, რომ მასზე ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ.

ასელი საქართველოში შორეული ნათესავის მეირბეკოვის მიწვევით გამოემგზავრა. ის ახლა დაკავებულია, როგორც გოგონას დაღუპვაში მონაწილეობაში და არაერთხელ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი. საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ორი ადამიანი – ყაზახეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

ყაზახეთმა საქართველოში საგამოძიებო ჯგუფი გამოგზავნა. ზოგიერთი მონაცემებით, ასელი, შესაძლოა, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0