ავტომობილები აშშ–დან: American Trans–ის ხელმძღვანელი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანის ევაკუაცია
მანქანის ევაკუაცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
აღნიშნულმა პირმა მოატყუა კომპანიის კლიენტები, რომელთაც აშშ–დან ავტომობილების ჩამოყვანას სურდათ და მათი კუთვნილი თანხა მიითვისა

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ქართული კომპანია American Trans–ის ხელმძღვანელს  ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, კომპანია American Trans–ს, რომელიც 2017 წელს არის დაარსებული,  აშშ–დან ავტომობილები საქართველოში გასაყიდად  აშშ–ში რეგისტრირებული კომპანიების დახმარებით ჩამოჰყავდა.

2019 წელს კომპანიას აშშ–სა და საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიების მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდა. რამდენადაც კომპანიის ხელმძღვანელს ავტომობილების ჩამოყვანა აღარ შეეძლო, დავალიანების დაფარვის მიზნით იგი მოტყუების გზით დაეუფლა ცხრა ადამიანის კუთვნილ 333 ათას ლარს – კომპანია მათ სასურველი ავტომობილების ჩამოყვანას შეჰპირდა, თუმცა, პირობა არ შეასრულა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე მამაკაცი 2021 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას 6–დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0