საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

© AP Photo / Christophe Enaსაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
დაკავებულ რვა პირს შორის შვიდი რუსეთის, ხოლო ერთი პანკისის ხეობის მკვიდრია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ფრანგული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ეროვნებით ჩეჩენია – შვიდი რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრია.

ისინი ეჭვმიტანილი არიან სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში. ჯერჯერობით საქმის სხვა დეტალები უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0