სპეცოპერაცია ფონიჭალაში

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკორეალიზაციის სქემაში არასრულწლოვანი ფიგურირებს

43
(განახლებულია 15:45 27.04.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი  ოჯახის წევრის დავალებით ნარკოტიკული საშუალებებს სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა

 

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა გამოავლინეს, რომელშიც არასრულწლოვანი  ფიგურირებს.

დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

 „მიმდინარე სპეცოპერაცია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტს უკავშირდება. ნარკორეალიზატორები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ. აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა თავისი მნიშვნელობით, რადგანაც სქემაში არასრულწლოვანი ბავშვი იყო ჩართული, რომელიც შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა“, – განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

43
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (129)
სასწრაფო დახმარების მანქანა

ქალი, რომელიც პეკინზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

56
შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 18 მაისს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 14–სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულებზე გავრცელდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ქალს მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან  მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გამოიყვანეს და მოსახლეების  ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის კორპუსში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

56
ვითარება დმანისში

ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები

29
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები არიან, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ არც პოლიციელბს და არც ინციდენტის მონაწილეებს

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ამჟამად ვითარება დმანისში სტაბილურია, თუმცა იქ კვლავ რჩებიან პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ.

მასობრივი დაპირისპირება დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეკომიგრანტებს შორის სვანეთიდან თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა. მხარეთა შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა.

დმანისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც განაცხადა, რომ სერიოზული დაზიანებები დაპირისპირების დროს არ მიუღია არც პოლიციელებს და არც ინციდენტის მონაწილეებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ინციდენტის ამოწურვას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, გააცნობიერებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განმტკიცებისთვის ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტი არ გაგრძელდება.

გომელაური და ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ>>

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან“, – განაცხადა მან.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

ვითარება დმანისში ორშაბათ დილითაც დაიძაბა – ქუჩებში განახლდა მასობრივი ჩხუბი. შეკრებილები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და აგრესია პოლიციელების მიმართაც გამოამჟღავნეს.

შსს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას დიდხანს ცდილობდა. მობილიზება მოხდა დამატებითი ძალების. პოლიციამ შეზღუდა ქალაქში შესვლა–გამოსვლა. დმანისში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.

29
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ლეპტოპი

„წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი...“ - 8 წლის გოგო საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

0
(განახლებულია 13:41 18.05.2021)
სასოწარკვეთილი დედა სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ძაღლების გასასეირნებლად წასულ დედა-შვილს

8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

როგორც დედა წერს, მან და მისმა გოგონამ ძაღლები ჩაიყვანეს სასეირნოდ, სეირნობისას კი ის ძაღლებს გაეკიდა, უცებ ყვირილი მოესმა და შვილი გაქრა. „მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ბავშვს სულ დალურჯებული აქვს კიდურები, რომელსაც გადაიტანს, თუმცა იმ შოკს არა, რაც გადაიტანეს.

„დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში, არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა. ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ? ძაღლი, კატა არ დაიარება?“ – წერს მოზარდის დედა.
0