პოლიცია ზუგდიდის რაიონში

ზუგდიდის ბაზარში ქურდობაზე ერთი პირი დააკავეს

62
პოლიციამ ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს დაახლოებით 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით ბაზრიდან მოშორებით, ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

62
სასწრაფო დახმარების მანქანა

ქალი, რომელიც პეკინზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

55
შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 18 მაისს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 14–სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულებზე გავრცელდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ქალს მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან  მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გამოიყვანეს და მოსახლეების  ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის კორპუსში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

55
ვითარება დმანისში

ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები

28
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები არიან, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ არც პოლიციელბს და არც ინციდენტის მონაწილეებს

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ამჟამად ვითარება დმანისში სტაბილურია, თუმცა იქ კვლავ რჩებიან პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ.

მასობრივი დაპირისპირება დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეკომიგრანტებს შორის სვანეთიდან თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა. მხარეთა შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა.

დმანისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც განაცხადა, რომ სერიოზული დაზიანებები დაპირისპირების დროს არ მიუღია არც პოლიციელებს და არც ინციდენტის მონაწილეებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ინციდენტის ამოწურვას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, გააცნობიერებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განმტკიცებისთვის ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტი არ გაგრძელდება.

გომელაური და ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ>>

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან“, – განაცხადა მან.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

ვითარება დმანისში ორშაბათ დილითაც დაიძაბა – ქუჩებში განახლდა მასობრივი ჩხუბი. შეკრებილები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და აგრესია პოლიციელების მიმართაც გამოამჟღავნეს.

შსს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას დიდხანს ცდილობდა. მობილიზება მოხდა დამატებითი ძალების. პოლიციამ შეზღუდა ქალაქში შესვლა–გამოსვლა. დმანისში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.

28
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები