წაქცეული ხე

ძლიერი ქარი თბილისში: თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ხე დაეცა

104
(განახლებულია 19:17 23.04.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე „ეკოსერვის ჯგუფი“ და სამაშველო სამსახური გამოცხადდა. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილს ხე დაეცა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დღეს თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშავებულა.

„მერიის შესაბამისი „ეკოსერვის ჯგუფის“ სამსახური ადგილზე დაუყოვლებლივ გამოცხადდა. ასევე სამაშველო სამსახური და ველოდებით საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას. ამის შემდეგ დავამუშავებთ და გავიტანთ ტერიტორიიდან წაქცეულ ხეს“, – განაცხადა „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალური და მოვლითი ჭრების სამსახურის უფროსმა ლადო ლატარიამ.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი.

104
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2170)
სასწრაფო დახმარების მანქანა

ქალი, რომელიც პეკინზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

56
შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე ხანძრის დროს მეექვსე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 18 მაისს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 14–სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულებზე გავრცელდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ქალს მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან  მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გამოიყვანეს და მოსახლეების  ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის კორპუსში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

56
ვითარება დმანისში

ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები

29
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები არიან, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ არც პოლიციელბს და არც ინციდენტის მონაწილეებს

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ამჟამად ვითარება დმანისში სტაბილურია, თუმცა იქ კვლავ რჩებიან პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ.

მასობრივი დაპირისპირება დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეკომიგრანტებს შორის სვანეთიდან თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა. მხარეთა შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა.

დმანისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც განაცხადა, რომ სერიოზული დაზიანებები დაპირისპირების დროს არ მიუღია არც პოლიციელებს და არც ინციდენტის მონაწილეებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ინციდენტის ამოწურვას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, გააცნობიერებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განმტკიცებისთვის ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტი არ გაგრძელდება.

გომელაური და ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ>>

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან“, – განაცხადა მან.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

ვითარება დმანისში ორშაბათ დილითაც დაიძაბა – ქუჩებში განახლდა მასობრივი ჩხუბი. შეკრებილები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და აგრესია პოლიციელების მიმართაც გამოამჟღავნეს.

შსს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას დიდხანს ცდილობდა. მობილიზება მოხდა დამატებითი ძალების. პოლიციამ შეზღუდა ქალაქში შესვლა–გამოსვლა. დმანისში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.

29
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2170)
ილონ მასკი

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

0
(განახლებულია 13:14 18.05.2021)
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება  2,2%–ით – 576,83 დოლარამდე დაეცა. მაისის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 18,7%–ით შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები  Louis Vuitton Moët Hennessy –ს პრეზიდენტ ბერნარდ არნოს დაუთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, Bloomberg Billionaires Index–ის (BBI) მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

BBI–ის მონაცემებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო დღეებში 3,16 მლრდ დოლარი დაკარგა და ამ დროისთვის მისი ქონება 160,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული.  არნოს ქონება 285 მილიონით გაიზარდა და 161,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 2,41 მლრდ დოლარით გაიზარდა და 190 მლრდ–ს მიაღწია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Forbes Real-Time–ის რეიტინგშიც მასკი 146,5 მლრდ დოლარით (ქონება შემცირდა 2,6 მილიარდით) მესამე ადგილზეა, არნოს კაპიტალი 182,6 მლრდ დოლარს (შემცირდა 1,2 მილიარდით) შეადგენს, ბეზოსის სიმდიდრე კი 189,5 მლრდ დოლარით (გაიზარდა 2,4 მილიარდით) ფასდება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს