სახანძრო

ბუაჩიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

47
(განახლებულია 15:46 23.04.2021)
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.

შემთხვევა ბუაჩიძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მხოლოდ მუშა იმყოფებოდა.

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშვებულა. ადგილზე ექვსი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2155)
გუმათჰესის აღჭურვილობა

ხვალ გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრებს წყლისგან დაცლიან

44
(განახლებულია 15:06 06.05.2021)
სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში 7 მაისიდან გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა იგეგმება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.

  • უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღებისა და მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

44
ოქროს ნაკეთობები

სარფში ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს

75
(განახლებულია 21:34 05.05.2021)
არადეკლარირებული ძვირფასეულობა მებაჟე–ოფიცრებმა სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საქართველო–თურქეთის საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი აშშ დოლარის ღირებულებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მებაჟე–ოფიცრებმა საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „სარფში“ ერთ-ერთი სატვირთოს დათვალიერებისას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, არადეკლარირებული 293,969 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33.744 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 

75
ვაქცინა Sinovac-ი

აშშ მხარს უჭერს: კოვიდვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

0
(განახლებულია 20:06 06.05.2021)
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID−19−ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

მანამდე კოვიდვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო−ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ, დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID−19−ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

 „ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19−ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო−ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164−ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდვაქცინებზე პატენეტების დროებით გაუქმებას აშშ−ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის — Moderna−ს, BioNTech−სა და Pfizer−ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად პატენტებზე უარის თქმა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა