ხიდის მშენებლობა

სტიქია ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ გზაზე პრობლემები შექმნა

69
(განახლებულია 21:21 22.04.2021)
მოვარდნილი წყლის შედეგად ხიდზე გადაადგილება დროებით შეუძლებელია. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ჩოლური–ლაშხეთის საზღვარზე მდინარე ხეშკურა ადიდდა. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი–ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, იუწყება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

გზის დაზიანების შედეგად ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია. პრობლების მოსაგვარებლად ხიდთან მობილიზებულია საჭირო ტექნიკა.

ადგილზე ამ დროისათვის მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილეები.

69
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2155)
გუმათჰესის აღჭურვილობა

ხვალ გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრებს წყლისგან დაცლიან

44
(განახლებულია 15:06 06.05.2021)
სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში 7 მაისიდან გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა იგეგმება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.

  • უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღებისა და მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

44
ოქროს ნაკეთობები

სარფში ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს

75
(განახლებულია 21:34 05.05.2021)
არადეკლარირებული ძვირფასეულობა მებაჟე–ოფიცრებმა სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საქართველო–თურქეთის საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი აშშ დოლარის ღირებულებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მებაჟე–ოფიცრებმა საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „სარფში“ ერთ-ერთი სატვირთოს დათვალიერებისას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, არადეკლარირებული 293,969 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33.744 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 

75
თურქეთის დროშა სტამბულში

სომეხთა გენოციდი: თურქეთი გმობს ლატვიის სეიმის დეკლარაციას

0
(განახლებულია 17:11 06.05.2021)
ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. 

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო უწოდა ლატვიის სეიმის მიერ მიღებულ დეკლარაციას ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის  დაგმობის შესახებ, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ლატვიის პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ, არის ისტორიის პოლიტიკური მოტივებით გადაწერის უსაფუძვლო მცდელობა. ჩვენ უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, — აცხადებთ თურქეთის საგარეო უწყება.

სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეფასდეს“, და ლატვიელი კანონმდებლობის გადაწყვეტილება ამ თემისადმი ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებაა.

აღინიშნება, რომ ლატვიის პარლამენტში დეკლარაციის მიღებას სეიმის დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, აპრილის ბოლოს, ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდი ასევე აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

0