მეწყერი

კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ბეჩო–ლატალის გზა ჩაიკეტა

80
(განახლებულია 16:06 22.04.2021)
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. სვანეთში, ბეჩო-ლატალის გზაზე მიწა ჩამოიშალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწის ჩამოშლამ გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე კმ-ზე (ბეჩო–ლატალი) ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა – კლდის მასა“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

80
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (424)
გუმათჰესის აღჭურვილობა

ხვალ გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრებს წყლისგან დაცლიან

44
(განახლებულია 15:06 06.05.2021)
სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში 7 მაისიდან გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა იგეგმება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.

  • უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღებისა და მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

44
ოქროს ნაკეთობები

სარფში ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს

75
(განახლებულია 21:34 05.05.2021)
არადეკლარირებული ძვირფასეულობა მებაჟე–ოფიცრებმა სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საქართველო–თურქეთის საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი აშშ დოლარის ღირებულებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მებაჟე–ოფიცრებმა საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „სარფში“ ერთ-ერთი სატვირთოს დათვალიერებისას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, არადეკლარირებული 293,969 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33.744 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 

75
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

0
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

0