ლაგოდეხში უბედურ შემთხვევას Energo-Pro-ს თანამშრომელი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 59 წლის მამაკაცი ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას ცდილობდა.

გავრცელებული ცნობით, მიღებული შოკის შედეგად ელექტრიკოსი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყანაში სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი გარდაიცვალა და 185 მძიმედ დაშავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0