საპატრულო პოლიცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძე პოლიციამ იპოვა

314
(განახლებულია 23:58 21.04.2021)
საბედნიეროდ, გოგონა სამართალდამცველებმა ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, სად იყო ორი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლე.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძე იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.


მე-12 კლასის მოსწავლე 19 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარდა. მანამდე კი მან ინგლისურ ენაზე დაწერილი ორგვერდიანი წერილი დატოვა. მასში საუბარია იმაზე, რომ მარიამი მზადაა 6–7 ადამიანი მოკლას და მიუთითებს ინიციალებს, მათ შორის, თავისი მასწავლებლის. წერილში ასევეა ხელმოჭრილი გვამის ნახატი. გოგონა წერს, რომ თავში ხმები ესმის და არ იცის, რა უყოს ამ ხმებს. ის ამტკიცებს, რომ შეასრულებს თავის მისიას.

გოგონა გაუჩინარების დღეს სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდა, ხოლო შემდეგ, კლასის დამრიგებლის თქმით, საით წავიდა, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს. ამის შემდეგ გოგონას კვალი დაიკარგა.

ოზურგეთში ბურჭულაძეების სამსართულიანი სახლი დაიწვა >>

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

314
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

26
(განახლებულია 12:27 13.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  299 ფაქტი გამოავლინა, იუწყება  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 51 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 201 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 47 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

26
პოლიციის შებობა შიდა ქართლში

თბილისში iPlus-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

42
(განახლებულია 12:09 13.06.2021)
არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 12 ივნისს შიდა ქართლში დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის გაქურდვის ფაქტზე შიდა ქართლში 2004 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს ჩაამსხვრია მაღაზიის ფასადის ვიტრინა, შევიდა სავაჭრო ობიექტში და მობილური ტელეფონები მოიპარა.

მაღაზიის დირექტორის თქმით, ზარალის სავარაუდო ოდენობამ დაახლოებით 90 ათასი ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს.

ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

42

საშინელი ავარია თბილისში: სატვირთო მსუბუქ ავტომობილებს შეეჯახა - ვიდეო

0
თბილისში კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. იხილეთ ვიდეოკადრები ტრაგედიის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც შეეჯახა კიდეც სხვა მსუბუქ ავტომობილებს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. მოგვიანებით კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს სასიკვდილო შედეგით.

0