დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დეკანოზის შვილი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerზაზა სარალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია
ზაზა სარალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას ორი მოზარდი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ემსხვერპლა

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული მამაკაცი - დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო. გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ის  საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საპყრობილე - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2021
დავით სარალიძის მკვლელობის საქმე: გიორგი ჯანაშიას სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

გამოძიების მიხედვით, გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასა და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმის ისტორია

2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.

პლაკატი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის გამოსახულებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2020
მოზარდების მკვლელობის საქმე: მიხეილ კალანდიას ადვოკატი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება

საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას კი, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, გასული წლის 28 იანვარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. დეკემბერში კი მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება  2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0