დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerგენპროკურატურა
გენპროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
სამართალდამცველებმა დმანისის პოლიციის უფროსის  მოადგილე 10 აპრილს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება ოთხი მუხლით წარუდგინა, ნათქვამია უწყების  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე მოქალაქის უკანონო დაკავებისთვის დააკავეს

პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსანს განზრახ უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა დმანისის პოლიციის უფროსის  მოადგილე 10 აპრილს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქე თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა.

მოქალაქე მოგვიანებით დმანისის პოლიციელის მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369-1-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0