სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის გოგონა დაშავდა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია დამნაშავე – პოლიციას 45 წლამდე მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებია.

 

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უბანში სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის გოგონა თხრილში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცმა ბავშვზე ძალადობა სცადა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა. რამდენიმე დღის წინ მამაკაცი ბავშვის მიტყუებას ტკბილეულით შეეცადა.

ამ დროისთვის არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება.  ექიმის განცხადებით, ბავშვს სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები, სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად აქვს მიღებული. ამ დროისათვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არასრულწლოვნის მშობლები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

შსს-ში ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0