შეიარაღებული მამაკაცი ბათუმში მიტროპოლიტის რეზიდენციაში შეიჭრა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
დანით შეიარაღებულ ბოროტმოქმედს რეზიდენციაში შესვლაში ხელი ძაღლმა შეუშალა. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის რეზიდენციაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, განაცხადეს ეპარქიაში.

ინციდენტი გუშინ ბათუმში მოხდა. დანით შეიარაღებული უცნობი პირი რეზიდენციაში შეჭრისას აგრესიულად იქცეოდა. ის რეზიდენციის ძაღლმა შეაჩერა.

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი თავდასხმას აპირებდა 60 წლის ეპისკოპოსზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკო–პატრიარქის ილია მეორის ძმისშვილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-სპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ მათთვის უცნობია მამაკაცის მოტივი და მიზანი. მისი თქმით, თავდამსხმელი მთვრალი იყო და მიტროპოლიტი დიმიტრი მას არც უხსენებია.

პოლიციამ მამაკაცი ადგილზევე დააკავა. გორელიშვილის თქმით, ის განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0