სეისმოგრაფები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

154
(განახლებულია 07:17 09.04.2021)
ონის რაიონში მიწისძვრა 7 აპრილსაც მოხდა, ხოლო გასულ თვეში ათი დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები ოთხჯერ დაფიქსირდა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქალაქ ონთან 3.2 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები ონიდან 2 კილომეტრში, 12 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ ონჭევთან 01:49 საათზე დაფისირდა. 

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

154
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2135)
რეზინის შლანგი

ნაპოვნია შლანგის მილსადენი საზღვარზე სპირტის უკანონოდ გადასაქაჩად: ვიდეო

102
მესაზღვრეებმა შლანგის მილსადენი მიწისქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი კერძო სახლიდან საზღვრამდე მიდიოდა

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე, აღმოაჩინეს პლასტმასის შლანგი, რომლითაც სპირტის უკანონოდ გადაქაჩვა იგეგმებოდა, იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 მმ დიამეტრის შლანგი მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული.

მესაზღვრეების თქმით, მილსადენი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, სპირტის გასატარებლად მზადდებოდა და მანამდე გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან შლანგი მშრალი იყო და ამასთან დამახასიათებელი სუნი არ ჰქონდა.

მესაზღვრეებს მილსადენის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. სულ მიწიდან 100 მეტრი შლანგი ამოიღეს, რომელიც მოლდოვის საზღვრიდან ოდესის ოლქის სოფელ როზალევკას ერთ–ერთი კერძო სახლისკენ მიემართებოდა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ღონისძიებები კანონის დამრღვევ პირთა წრის დასადგენად.

102
თემები:
საერთაშორისო პანორამა
პოლიციის ლენტა

გორში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

62
(განახლებულია 16:55 19.04.2021)
სავარაუდო ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელია, მის დასაკავებლად საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი 75 წლის კაცია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა. კერძოდ, გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლები იყვნენ და დაპირისპირება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ნაკვეთის გამო ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

62
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2135)
ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების ახალ მუზეუმი

ნიუ–იორკში ქართველი ვიდეომხატვრის ანდრო ერაძის გამოფენა იხსნება

0
(განახლებულია 15:58 19.04.2021)
ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების ახალ მუზეუმში სამ ვიდეონამუშევარს წარმოადგენს

თბილისი, 19 პარილი – Sputnik. ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების ახალ მუზეუმში 20 აპრილს ქართველი ვიდეომხატვრის ანდრო ერაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

თანამედროვე ქართველი მხატვრის ექსპოზიცია პროექტის Screens Series ფარგლებში გაიმართება. ეს პროექტი ახალგაზრდა და ნიჭიერ ვიდეომხატვრებს წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან.

ნიუ–იორკში ერაძე, რომელიც, ძირითადად, მუშაობს ვიდეოს, ფოტოგრაფიასა და ინსტალაციაში, სამ ვიდეოს წარადგენს.

ანდრო ერაძე, რომელიც 27 წლისაა, თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. მას საქართველოსა და გერმანიაში გამართული აქვს რამდენიმე შთამბეჭდავი გამოფენა: Mouth of Darkness, Ocean, My Silent Response is Your Blind Guide და სხვ.

თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმი – New Museum of Contemporary Art – XX საუკუნის მიწურულისა და XXI საუკუნის დასაწყისის ხელოვნების ქმნილებებს წარმოადგენს. დაფუძნდა 1977 წელს მარშა ტაკერის მიერ. ახალ მუზეუმშო ყოველწლიურად სულ მცირე ექვსი გამოფენა იმართება, მათ შორის, პერსონალურიც.

0
თემები:
საქართველო და კულტურა